ისრაელმა კატარში, "ჰამასის" ხელმძღვანელობის სამყოფელზე იერიში მიიტანა

ისრაელმა კატარში, "ჰამასის" ხელმძღვანელობის სამყოფელზე იერიში მიიტანა

ისრაელმა კატარში, "ჰამასის" ხელმძღვანელობის სამყოფელზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.

განცხადებაში IDF პირდაპირ არ ასახელებს განხორციელებული იერიშის ადგილმდებარეობას, თუმცა მათ ეს ინფორმაცია გაავრცელეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები დოჰაში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

"ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც იერიში განხორციელდა, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას და პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის განხორციელებასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ იერიშის მიტანისას მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანის შესამცირებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის ზუსტი ტყვიებისა და სხვა სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით.