
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი გრძელდება.
დღეს ასობით დემონსტრანტი პარლამენტის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა. ასევე მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები და კედლებზე კორუფციის საწინააღდმეგოდ მიმართული წარწერები დატოვეს.
პროტესტმა ასევე იმსხვერპლა ნეპალის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯალანათ ხანალის, ცოლი, რაჯილაშმი ჩიტრაკარი. იგი იმყოფებოდა იმ შენობაში, რომელსაც მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს.
დღეს ასევე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პროტესტის მონაწილეები ქვეყნის ფინანსთა მინისტრს.
ცნობისთვის, ფართო კორუფციასთან ერთად, მოსახლეობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ნეპალის მთავრობის გადაწყვეტილებამ აეკრძალა ისეთი პოპულარული სოციალური ქსელები, როგორიცაა: Facebook, X (ყოფილი Twitter), Youtube.
ნეპალში საპროტესტო ტალღა 8 სექტემბერს დაიწყო.
ამ დროისთვის, მის დედაქალაში განვითარებულ მოვლენებს 22 ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მეტია დაშავებულთა რაოდენობა.