ტრამპი საფრანგეთის მიერ პალესტინის აღიარებაზე: მაკრონი რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს

ტრამპი საფრანგეთის მიერ პალესტინის აღიარებაზე: მაკრონი რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის მხრიდან პალესტინის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ტრამპი ამბობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა რას იტყვის საფრანგეთის პრეზიდენტი, რადგანაც მის განცხადებას "წონა არ აქვს."

"მისმინეთ, ის სხვა ტიპის ადამიანია. ის კარგია. გუნდური მოთამაშეა. მაგრამ აი: არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ის. ეს არაფერს შეცვლის.

ის ძალიან კარგი ადამიანია. მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს", - თქვა ტრამპმა.

***

შეგახსენებთ, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ წერილი ემანუელ მაკრონმა გუშინ გაავრცელა.

იგი ამბობს, რომ ამის შესახებ შესაბამის განცხადებას სექტემბერში, გაეროს გენერალური ანსაბლეის სხდომაზე გააკეთებს.

"ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

მშვიდობა შესაძლებელია", - წერს მაკრონი.