ვარჰეი: საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც თავად ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა, ასე რომ მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ. გააკეთებს თუ არა ამას ევროპული საბჭო, ამას ვნახავთ.

ჩემი მესიჯი საქართველოს მთავრობისადმი და ქართველი ხალხისადმი არის, გააძლიერეთ მუშაობა, ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია.

აცხადებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივარ ვარჰეი.