![სასამართლოში ხმაურია - მანდატურს მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაყავს [LIVE]](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/68b7d685-a6d5-42c2-9f31-dd16f00ec03b.png)
ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რუსი ტურისტი, რომელიც მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მას მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ.
ფორმულა დეტალებს შსს-ში აზუსტებს.