ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, იმედგაცრუებულია.
ამასთან, ვალტონენი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს გმობს.
"იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა", - წერს ვალტონენი.