ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხის მტკიცებით, სუროვიკინი ალჟირში აღმოაჩინეს

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხის მტკიცებით, სუროვიკინი ალჟირში აღმოაჩინეს

ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხის მტკიცებით, გენერალი სერგეი სუროვიკინი ალჟირში შენიშნეს. წერენ, რომ ის იქ რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ხვდება.

ფოტოები, რომელიც, სავარაუდოდ, ალჟირშია გადაღებული, სუროვიკინი, სხვებისგან განსხვავებით, სამოქალაქო ფორმაშია, რაც ჯარიდან მის გათავისუფლებას შეიძლება ნიშნავდეს. ოფიციალური ალჟირული და რუსული წყაროები გავრცელებულ ცნობებს არ გამოხმაურებიან. უცნობია ინფორმაცია დელეგაციის წევრთა ვინაობასა და ვიზიტის დეტალებზეც, თუმცა მანამდე სოციალურ ქსელში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის ამსახველი კადრები გავრცელდა.

სუროკოვინი საჯაროდ ივნისიდან, ანუ მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ევგენი პრიგოჟინმა "აჯანყება" მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სუროკოვინს პრიგოჟინთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, აჯანყების მზადებაზე ინფორმირებული იყო და მათ მხარს უჭერდა, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა. მიუხედავად ამისა, 23 ივნისის საღამოს სუროვიკინმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ვაგნერელებს მოუწოდა, ადგილებზე დაბრუნებულიყვნენ და მეთაურის ბრძანებებს დამორჩილებოდნენ.

ბუნტის დასრულების შემდეგ სუროვიკინი გაუჩინარდა. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ის, შესაძლოა, FSB-ის ოფიცრებმა დააკავეს და შეიარაღებული აჯანყების საკითხზე კითხავდნენ. აჯანყების დასრულების შემდეგ მისი პირველი ფოტო სექტემბრის დასაწყისში ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ გენერალი ცოლთან ერთად იყო და სამოქალაქო ფორმა ეცვა. New York Times კი წერდა, რომ ის გაათავისუფლეს.

***

სუროვიკინის ბიოგრაფია თავდაცვის სამინისტროს საიტიდან წაშლილია, ხოლო მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამ ეტაპზე არც კრემლი საუბრობს.

უკრაინაში რუსეთის მოქმედი ჯარების მეთაურად სუროვიკინი 2022 წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. ის 2017 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალებს მეთაურობდა. 2022 წლის 22 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.