ემოციური იყო იმ მშობლების მარში, რომლებიც ქუჩაში შვილების მომავლის დაცვამ გამოიყვანა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ პარლამენტთან, თქვეს, რომ ხელისუფლებას შვილების საჭიროების არ ესმის და ახლა იმ ევროპულ დახმარებასაც აკარგვინებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.