უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან

უწყვეტი პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან
რუსთაველზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამ წუთებში რუსთაველზე აქციას მართავენ. ისინი მე-8 ღამეს გაათენებენ მთავრობის ადმინისტრაციასთან პრემიერთან შეხვედრისა და მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით. აქციამდე ორი საათით ადრე, სალომე ზურაბიშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ორბელიანების სასახლეში მიიღო. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში, რათა "დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და დროულად შემოვიდეს საქართველოში საჭირო მედიკამენტი - ვოზორიტიდი".