კობახიძე: დღევანდელი ქმედებები დაემატება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელს

კობახიძე: დღევანდელი ქმედებები დაემატება "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელს

"ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებული ქმედებები დაემატება საკონსტიტუციო სასამართლოში "ოცნების" სარჩელს, რომლის მიზანიც "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვაა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სარჩელი კიდევ 3 პარტიის წინააღმდეგ მზადდება.

"რა თქმა უნდა, რაც დღეს მოხდა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც ახლა მზადდება და რომელიც უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობრივი შეცვლა არის პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი და რა თქმა უნდა, [ნაციონალურმა მოძრაობამ] კონკრეტული მტკიცებულებით გაამყარეს მათი არაკონსტიტუციური მიზანი. ბუნებრივია, ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი, რომელიც დაემატება სარჩელს...

ჩვენ 4 პარტიაზე ვმუშაობთ და 4 პარტიის მიმართ უნდა შევიდეს ეს სარჩელი. დანარჩენი სამუშაო პროცესზეა დამატებული", - განაცხადა კობახიძემ.