
ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის თქმით, კლინიკაში სამართალდამცველი შეიყვანეს, რომლის მდგომარეობაც საყურადღებოა.
"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. ასევე, სისხლჩაქცევა, მარჯვენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, თუმცა, ოპერაციულ ჩარევას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებს. ამიტომ მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ. საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიაც გაუკეთდა, სადაც დინამიკა კარგი გვაქვს", - ამბობს დალაქიშვილი. მის კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს.
დალაქიშვილის განცხადებით, აქციიდან ინგოროყვაში სულ ხუთი დაშავებული შეიყვანეს, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელი იყო, მათგან ორმა კი კლინიკა უკვე დატოვა.