უთანხმოება კონგრესში - ომის 651-ე დღე

უთანხმოება კონგრესში - ომის 651-ე დღე

უკრაინის ხელისუფლება და შეერთებული შტატების ლიდერები კონგრესს კიევის ახალი დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ. ჯო ბაიდენი საკანონმდებლო ორგანოს უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს, თუმცა რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ ადმინისტრაცია მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებას არ დასთანხმდება. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც დღეს პროფესიულ დღეს აღნიშნავენ, დახმარების 25- დეკემბრამდე დამტკიცებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.