უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
"სასიამოვნო იყო დონალდ ტრამპთან სტუმრობა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის [ტრამპი] ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მშვიდობა მოგვიტანეთ, ბატონო პრეზიდენტო!", - წერს ორბანი.
ორბანის მტკიცებით, ტრამპი აშშ-ის ძლიერი პრეზიდენტი იქნება, რომელიც რუსეთ-უკრაინისა და ისრაელი-ჰამასის ომის შეჩერებას შეძლებს.
1 მარტს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი გეგმავს, უმასპინძლოს უნგრეთის პრემიერს ფლორიდის ქალაქ მარ-ა-ლაგოში, საკუთარ სახლში.