უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს - სიიარტო

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს - სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტრ სიიარტოს განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების ახალ, მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს.

სიიარტოს თქმით, ახალი სანქციების დაბლოკვის საფუძველი აღარ არსებობს.

"უნგრეთი აღარ დაბლოკავს სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მომზადების პერიოდში მოხერხდა ყველა საკითხის მოგვარება, რომელიც უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა", - აღნიშნა საგარეო მინისტრმა.

მისივე შეფასებით, უკრაინაში რუსი ოკუპანტების ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავი, "უნდა გახდეს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი".