
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-17 სანქციების პაკეტს არ დაბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ European Pravda, ბრიუსელში არსებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ევროკავშირის დიპლომატების განცხადებით, უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობა, საშუალებას მისცემს გაერთიანებას მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი 2025 წლის მაისშივე.
გამოცემის წყაროები უნგრეთის ამგვარ პოზიციას ძირითადად ხსნიან იმით, რომ აღნიშნული სანქციები მეტწილად იურიდიულ პირებს ეხება, რომლებიც ბუდაპეშტის ინტერესის არეაში ნაკლებად შედის.
ევროკავშირში ოფიციალური პირები ასევე აღნიშნავენ, რომ უნგრეთის ამჟამინდელი თანხმობა, არ ნიშნავს, რომ ის ივლისში, სანქციების განახლების განხილვაზეც იმავენაირად მოიქცევა.