უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე დამოკიდებული და საკმარისი იარაღი არ აქვს მტერთან საბრძოლველად.
"უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად.
ეს არის ის დინამიკა, რომლითაც დავიწყეთ: სტატიკურად არაფერი ხდება. ზოგიერთი საშუალება და აღჭურვილობა ან დროულად არ ჩამოდის, ან ამოიწურა, ან მოგვიანებით ჩამოვა. ეს არის ოპერატიული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ", - ამბობს უმეროვი.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინის ამოცანაა, მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას თავი.