უხვი ნალექის გამო, დაბა სურამში ე.წ ზინდისის დასახლებაში, მეწყრული პროცესები განვითარდა.
არსებული ინფორმაციით, მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია.
გეოლოგების პირველადი შეფასების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ტერიტორიიდან 40 ოჯახია გაყვანილი. მათგან 10 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს, დანარჩენები კი ნათესავებთან გადანაწილდნენ.
ადგილზე რჩება სამაშველო და საპატრულო ჯგუფები. მეწყერსაშიში ქუჩებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.