უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში Су-34 ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში Су-34 ტიპის ორი ბომბდამშენი გაანადგურეს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, მარინოვკას აეროდრომზე უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა ორი Су-34 ტიპის ბომბდამშენი, ხოლო დაზიანდა კიდევ ორი.

"შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მარინოვკას აეროდრომზე განადგურდა ორი რუსული Су-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და დაზიანდა კიდევ ორი", - წერია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ აეროდრომის ტექნიკური მომსახურების ზონაში თავდასხმამ ასევე გამოიწვია ხანძარი.

რუსული ძალები ამ აეროდრომს თვითმფრინავების მისიებისთვის მოსამზადებლად, ასევე რუტინული ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად და დაზიანებული თვითმფრინავების შესაკეთებლად იყენებენ.