
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა, რომ დღეს რუსეთის მმართველ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მას სურს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხები განიხილოს.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ზელენსკიმ „მხოლოდ ლაპარაკი კი არ უნდა დაიწყოს, არამედ მისთვის ხელსაყრელ პირობებს უნდა დათანხმდეს“ ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ლუკაშენკოს მტკიცებით, აშშ-მა მოიწონა ეს, სავარაუდოდ, „ხელსაყრელი პირობები“ და განაცხადა, რომ ზელენსკი პუტინთან შეხვედრას ყველა არხით, მათ შორის საჯაროდ, ცდილობს.
„ამიტომ, მე უბრალოდ მინდა მას [ზელენსკის] დაველაპარაკო ", — თქვა ბელარუსის დიქტატორმა.
ლუკაშენკოს სჯერა, რომ დადგა დრო, როდესაც „ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები“ და მივაღწიოთ შეთანხმებებს „ამ გაუგებარი ომის დასრულებაზე“.
„თუ არ შევთანხმდებით, ეს ყველასთვის ცუდი იქნება“, — თქვა მან.
25 სექტემბერს ლუკაშენკო კიდევ ერთხელ გაფრინდა რუსეთში პუტინთან შესახვედრად. 26 სექტემბერს მათ მოლაპარაკებები გამართეს. როგორც ბელარუსი ლიდერი ირწმუნება, პუტინი მისგან არაფერს მალავს და გენერალური შტაბის ანგარიშის მოსმენის ნებაც კი დართო.