წულუკიანი: როცა ელჩი აირევა, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად

კარგია, რომ დღეს ელჩის თუ ელჩების დაბარება ხდება. ეს პრაქტიკა არის ბევრ ქვეყანაში, როცა ელჩი აირევა და უღალატებს პროფესიონალიზმს, პროფესიულ სინდისს. შესაბამისად, იბარებენ და ეუბნებიან, რომ არ იქცევა სწორად. ვენის კონვენცია არ არის ცარიელი ქაღალდი, არამედ საერთაშორისო სამართლის წამყვანი ტექსტია. სწორედ მეორე კონვენციის არაერთი ნორმის დარღვევა როცა არის სახეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულია, დაიბაროს და ელჩს აუხსნას. იმედია ის გაიგებს“,

განაცხადა "ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.