წულუკიანი: არავის გავათავხედებთ... დავასრულეთ ზოგიერთი ელჩის დაკრულზე ცეკვა

ჩვენ არ ვაპირებთ არავის გათავხედებას. დღეს უფრო ძლიერია სახელმწიფო, ვიდრე ვთქვათ, 5-6 წლის წინ და არავისზე რომ არ ვთქვა, ჩემ თავზე ვიტყვი, რომ დავასრულეთ ზოგიერთი ელჩის დაკრულზე ცეკვა. ეს ჩვენ ვერ შევძელით მანამდე, პირველ წლებში სახელმწიფო მმართველობის დროს, მაგრამ ეს ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, რადგან გავძლიერდით, ბევრი გამოცდილება მივიღეთ და რეალურად, ვერაფერი ვერ მოხდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, რის გამოც დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას. მთავარი არის აქ ის, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის წინააღმდეგი არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის, სისხლის ღვრის და დესტაბილიზაციის. სწორედ მათი ნების შესაბამისად იქცევა სახელმწიფო, რომელსაც პლუს, უკვე აქვს ამის უნარი და გამოცდილება.

განაცხადა "ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.