უკრაინული მედია: დანილოვი, სავარაუდოდ, მოლდოვაში ელჩად დაინიშნება

უკრაინული მედია: დანილოვი, სავარაუდოდ, მოლდოვაში ელჩად დაინიშნება

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი, სავარაუდოდ, მოლდოვაში ელჩად დაინიშნება.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლექსი დანილოვს მუშაობა დიპლომატიური მიმართულებით შესთავაზეს. ამ თემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

26 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.

აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.