უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი დღეს კიევში ჩავიდა.

კელოგის თქმით, კიევში მისი ვიზიტი "პოტენციური მოლაპარაკებების კარგ შანსს წარმოადგენს".

"ჩვენ მოვისმენთ. მზად ვართ იმის გამოყოფისთვის, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს მოსმენა წარმოადგენს. შემდეგ, მე აშშ-ში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გვესმის"- თქვა მან.