უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს და ბახმუტის სამხრეთით მდებარე დასახლება ანდრიივკა გაათავისუფლეს.
"მთავარი ბრძოლები გრძელდება ანდრიივკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში. და ჩვენ გვაქვს კარგი ამბები იქ. ანდრიივკა ჩვენია. პოზიციებზე ვმაგრდებით", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ანა მალიარის თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსი ოკუპანტები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, სამხრეთით კი უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ წარმატებით მიიწევენ.
"და ჩვენ პროგრესს ვაღწევთ სამხრეთ რეგიონში", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.