უკრაინის სახმელეთო ჯარები: აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია

უკრაინის სახმელეთო ჯარები: აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია.

"აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია. კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით ერთთვიანი მკაცრი ბრძოლებისა და მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, მტერი სამხედრო ძალებს აგროვებს", - ამბობს სირსკი.

როგორც უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აღნიშნავს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ახლად ჩამოყალიბებული ბრიგადები და დივიზიები უკრაინის რეგიონებში გადაჰყავთ.

"მტერი აგრძელებს ცეცხლსასროლი იარაღის, ნაღმტყორცნებისა და საბრძოლო თვითმფრინავების აქტიურად გამოყენებას", - აცხადებს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.