თეთრ სახლში შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან

თეთრ სახლში შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან

СNN უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივნის თანახმად, მოლაპარაკებები, შესაძლოა, სხვა ფორმით გაგრძელდეს.

პარალელურად, BBC თეთრ სახლში უკრაინის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ საუბრობენ.

წყაროები ასევე ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინასწარ დაგეგმილი ინტერვიუ Fox News-თან გაუქმდა.

Sky News-ის ცნობით, რაღაც დროს, დონალდ ტრამპმა შეხვედრა შეწყვიტა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაერეკა. მის სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან ევროპელი ლიდერები არ ესწრებოდნენ.

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც შეხვედრა "საუკეთესო საუბრად" შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ "უფრო საუკეთესო შეხვედრა" შემდეგში ელით.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.