მაკრონის თქმით, სამმხრივ შეხვედრაში ევროპაც უნდა იყოს წარმოდგენილი

მაკრონის თქმით, სამმხრივ შეხვედრაში ევროპაც უნდა იყოს წარმოდგენილი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, შესაძლო სამმხრივ შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მიიღებს, ევროპაც უნდა იყოს წარმოდგენილი.

"ვფიქრობ, რომ შემდგომ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ოთხმხრივი შეხვედრა დაგვჭირდება. რადგან როცა უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული კონტინენტის მთლიან უსაფრთხოებაზე", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ განხილვის თემა იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მან თქვა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღწეული.

"ვფიქრობ, დღეს თითქმის ყველაფერზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის დაწყებამდე, მას საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც შეხვედრა "საუკეთესო საუბრად" შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ "უფრო საუკეთესო შეხვედრა" შემდეგში ელით.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.