უკრაინის საჰაერო ძალებმა 41 შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებმა 41 შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო

ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა 62 რუსული შაჰიდის ტიპის დრონიდან 41 ჩამოაგდეს, აქედან 14 უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიკარგა. 4 დრონი ამჟამადაც უკრაინის საჰაერო სივრცეშია.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა არმიამ უკრაინას 2 ისკანდერ-მ, ერთი Kh-31P მართვადი საჰაერო, ორი Kh-59/69 მართვადი საჰაერო, ასევე სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტია.

თავდაცვის სისტემა მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და დონეცკის ტერიტორიებზე მოქმედებდა.

თავდასხმა ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა, მობილურმა სახანძრო ჯგუფებმა და ელექტრონული ომის დანაყოფებმა მოიგერიეს.