უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსებს ბევრად ნაკლები რაკეტა აქვთ, ვიდრე 2022 წელს ჰქონდათ.
"არსებული მონაცემებით, რუსებს ბევრად ნაკლები რაკეტა აქვთ, ვიდრე 2022 წელს ჰქონდათ. თუმცა რაკეტების წარმოება გრძელდება.
დასავლური მედიაც ხაზს უსვამს, რომ სანქციები როგორც არ უნდა მუშაობდეს, რუსეთი მაინც აგრძელებს რაკეტების [წარმოებას]", - ამბობს იგნატი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.