უკრაინის საჰაერო ძალები: ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 ე.წ. კამიკაძე დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 ე.წ. კამიკაძე დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 25 თებერვლის ღამეს, რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 18 ე.წ. კამიკაძე დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

მათივე ცნობით, ე.წ. შაჰიდის დრონები პრიმორსკიდან იყო გამოშვებული.

"დღეს საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 16 კამიკაძე დრონი. დრონები პოლტავის, კიევის, ხმელნიცკის, მიკოლაევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონსის რაიონებში ჩამოაგდეს", - წერია განცხადებაში.