უკრაინის საჰაერო ძალები: მტრის 9 დრონი და 3 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: მტრის 9 დრონი და 3 რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა რუსული არმიის 9 დრონი და 3 რაკეტა ჩამოაგდო.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 14 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და 7 რაკეტით შეუტიეს. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 9 დრონი და 3 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

რუსეთის ფედერაციამ რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე ბელგოროდის ოლქიდან გაუშვა, უპილოტო საფრენი აპარატები კი ქალაქ კურსკიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული დრონები და რაკეტები ხარკივისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოაგდო.