უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გაანადგურეს.
"26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი, რუსეთის ფედერაცია) უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის 8 Shahed-131/136 დრონის ჩამოგდება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა კიევის მიმართულებით 75 დრონი გაუშვეს.