უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის ფედერაციამ უკრაინას Shahed-ის ტიპის 9 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. მათგან 8 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. რუსული დრონები ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.