უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 39 დრონიდან 35 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 39 დრონიდან 35 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 39 დრონიდან 35 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით ოკუპანტები ხარკივისა და დონეცკის ოლქებს 4 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტითა და 39 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 35 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიროვოგრადის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცას, კიევისა და ჟიტომირის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.