უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 34 დრონიდან 31 ჩამოაგდეს.
"მტერმა დონეცკის რეგიონს ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და 34 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31 დრონი პოლტავას, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩამოაგდეს.
უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის რეგიონიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.