უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 17 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 22 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. მათგან 17 განადგურდა.

საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კიევის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, ზაპოროჟიეს რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.