უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით მტერმა დონეცკისა და ხერსონის რეგიონებს Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. აქედან 14 მათგანის ჩამოგდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა შეძლეს.

რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.