უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსებმა უკრაინას 2 ისკანდერის ტიპის რაკეტითა და 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 15 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის რეგიონებში", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და ქალაქ კურსკიდან გაუშვეს.