
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 12 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 12 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს.
ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. რუსული დრონები დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და პოლტავას რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.