უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა Shahed-ის 17 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"19 აგვისტოს ღამეს რაშისტები ჩრდილოეთის მიმართულებიდან თავს დაგვესხნენ Shahed 136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით. კურსკის რეგიონიდან 17 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის [17 დრონიდან] 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამასთან, საჰაერო თავდაცვამ მოიგერია მტრის თავდასხმები ჩრდილოეთ, ცენტრალურ და და დასავლეთ რეგიონებში", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა 3500-ზე მეტი მტრის საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის 350 თვითმფრინავი და 2000-ზე მეტი დრონი.