უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამას 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისა და აშშ-სთვის.

"ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულებთ ყველა ტექნიკურ სამუშაოს და დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან", - თქვა მან.

1-ელ მაისს აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიჰალს გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც:

  • უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  • უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  • უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  • აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  • ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  • შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.