უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შეკავებას ცდილობენ.
"ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით მტერი თავდაცვის ძალების წინსვლის შეკავებას ცდილობს. გასული დღის განმავლობაში, მტერმა 53 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკერო სისტემებიდან კი 50.
მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. დღის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 224 630 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.