
უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის და სხვა დანაყოფების კოორდინაციით. თავდასხმის სამიზნე იყო სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას უზრუნველყოფენ.
გენშტაბის ინფორმაციით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 11 მილიონ ტონა საწვავს ამუშავებს და მოსკოვის საწვავის მოთხოვნის 40-50%-ს აკმაყოფილებს.