უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ჩავიდა ჯიდაში (საუდის არაბეთი), სადაც დღეს, 11 მარტს, აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გაიმართება.

ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა "ტელეგრამის" ოფიციალურ არხზე დაწერა.

"გუნდი ადგილზეა. ვემზადებით მუშაობისთვის. უკრაინის ინტერესების დაცვა, ომის დასრულების მკაფიო ხედვა – ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ეფექტიანად ვითანამშრომლებთ," – აღნიშნა ერმაკმა.

როგორც UNIAN იტყობინება, მოლაპარაკებები ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაზაში შედის.

The Economist-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამერიკული დელეგაციას უხელმძღვანელებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუმცა ცენტრალური როლი შესაძლოა ტრამპის ნდობით აღჭურვილმა პირი, სტივ უიტკოფმა ითამაშოს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის მთავარი მრჩეველია. მასთან ერთად დელეგაციაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო მრჩეველი პავლო პალისა.