უკრაინის დაზვერვის ცნობით, მოსკოვში, აეროდრომზე რუსული ვერტმფრენი Ka-32 გაანადგურეს.
"გუშინ ღამით მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32.
აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოპერირებს გაზპრომავიასთან ერთად, რომელიც გაზპრომის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ვერტმფრენს მისი საოკუპაციო ჯარების ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა.