უკრაინის დაზვერვა: ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან

უკრაინის დაზვერვა: ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან.

"დაახლოებით 152 000 რუსი [სამხედრო] კონცენტრირებულია ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თავდაცვისთვის ემზადებიან. რუსები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ასახლებენ მშვიდობიან მოსახლეობას.

მათ [რუსებს] არ უნდათ, რომ მოსახლეობამ თვალყური ადევნოს მათ მომზადებას ბრძოლებისთვის, ისინი ძალით გამოჰყავთ. რუსებს ეშინიათ ამ ტერიტორიებზე რაიმე სახის პარტიზანული მოძრაობისა და წინააღმდეგობის", - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.