უკრაინელებმა საზღვაო დრონით რუსების ჩქაროსნული კატერი გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, Magura V5-ის ტიპის დრონმა ჩქაროსნულ კატერს უზკაიას ყურის მიდამოში დაარტყა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო მომხდარის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.