უკრაინაში რუსული არმიის გენერალ-მაიორი მოკვდა

უკრაინაში რუსული არმიის გენერალ-მაიორი მოკვდა

უკრაინაში რუსული არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო მოკვდა. იგი ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა. კლიმენკოს წამების ორგანიზება და ფულის აღება ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ.

მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია. 47 წლის კლიმენკოს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ომის მხარდამჭერმა ბლოგერებმა გაავრცელეს.

გამოცემა "ასტრას" გამოძიების თანახმად, დონეცკის მიტოვებულ შახტში კლიმენკომ რუსი სახმედრო მოსამსახურეებისთვის საწამებელი კონცლაგერი მოაწყო. იქ სამხედროებს შეტევით ჯგუფებში მონაწილეობაზე დათანხმებას აიძულებდნენ და ფულს სძალავდნენ.

პაველ კლიმენკო გახდა მერვე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა და რომლის სიკვდილიც დამოუკიდებელი მკვლევრების ან ჟურნალისტების მიერ დადასტურდა.