უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს

უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს

უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი.

დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახურობდა, რომელიც ცნობილია როგორც უსურიისკის "ვეფხვები" – ქალაქი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ეს ბრიგადა ბაზირდება.

მადლობის წერილში, რომელსაც სამხედრო დანაყოფის მოვალეობის შემსრულებელი მეთაური აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ დაღუპული ჯარისკაცი „სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და იქნება ნამდვილი სიმამაცისა და გმირობის მაგალითი არა მხოლოდ თანამებრძოლებისთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც".