
უკრაინაში კიდევ 1200 დაღუპული მებრძოლის ცხედარი დაბრუნდა. როგორც უკრაინის ტყვეებთან მუშაობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, ეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული რეპატრაციის ნაწილია.
შტაბის ცნობით, ყველა ცხედარს უახლოეს მომავალში ჩაუტარდება შესაბამისი ექსპერტიზა და განხორციელდება მათი იდენტიფიკაცია.
გადმოსვენება კვირას შედგა და მიმდინარე რეპატრაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.